Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1 . პროექტის  სახელწოდება:
სასკოლო  ლიტერატურული  ჟურნალი -ემიგრაციაში  მყოფი  ქართველი  მწერლები : 
  
 რეფერატების  წიგნი - ემიგრანტი  მწერლები
1. აკაკი  და  თამარ  პაპავები - პრეზენტაცია
2.  ვიქტორ  ნოზაძე - პრეზენტაცია
3.  გრიგოლ  რობაქიძე - პრეზენტაცია
4. კონსტანტინე  და ნინო სალიები  - პრეზენტაცია
5.მიხეილ  თამარაშვილი
6.
2. პროექტის  მთავარი  იდეა:
●      მოსწავლეეები  უკეთესად  გაეცნონ  საზღვარგარეთ  მოღვაწე  ქართველ  მწერლებს  და გააცნობიერონ  მათი  მნიშვნელობა  ქართული  მწერლობის  განვითარებაში.
●      მოძიებული  მასალის  თავმოყრა,  ჟურნალის გამოცემა
3. პროექტის  აქტუალობა:
მათი  ღვაწლის  და  დამსახურების  დაფასება, გაცნობა-გაცნობიერება იმ  ღირებულებებისა,  რომლებსაც  საქართველოს  შიგნით  თუ  გარეთ  მყოფი  მოღვაწეები  ქმნიან.
4.პროექტის  მიზნები:
●      მოსწავლეთა  დაინტერესება.
●      მწერლების  ბიოგრაფიების  გაცნობა.
●      კვლევის  უნარის  განვითარება.
●      ჟურნალის  გამოცემის  სპეციფიკის  გაცნობა.
5.მონაწილეთა  ასაკი:  16-17  წელი
6. შეფასების  საგანი  და  პროცედურები:
 შეფასდებიან  შემდეგი  აქტივობების  მიხედვით: დავალების  მიზნის  გაცნობიერება,  მასალის  მოძიება,  შეგროვება,  დამუშავება, მეტყველების  კულტურისა  და  ენობრივ-გრამატიკული  ნორმების  დაცვა,  შემოქმედებითობა,  ორიგინალურობა, ჯგუფში  მუშაობა. 
7. პროექტის  ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი  სემესტრი  ერთი  ნომრისთვის. (ჟურნალი  იქნება პერიოდული,  თითოეულ მოღვაწეს  დაეთმობა  ერთი  ნომერი.   ყოველი  წლის  განმავლობაში  გაკეთდება  2 ნომერი).