გაკვეთილი




გაკვეთილის  მთავარი თემა
ემიგრანტი  მწერლები
სწავლების  საფეხური
მეცხრე   კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
20 მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეები  გაეცნობიან  საზღვარგარეთ  წასულ  და  იქ  მოღვაწე  სახელოვანი  ქართველების  ცხოვრების  მნიშვნელოვან  ეპიზოდებს. 
·         ეს  დაეხმარება  მათ  ეროვნული  თვითმყოფადობის გააზრებაში.
·         ამ  ცოდნას  გამოიყენებენ  ისტორიულ  და  პატრიოტულ  თემატიკაზე  შექმნილი  სხვა  ნაწარმოებების  შესწავლისას.
გაკვეთილის  მიზნები  და შედეგები/  შესაბამისობა  სტანდარტთან
·         უკვე  არსებული  ცოდნის  შემოწმება(წინასწარ  მიცემული  ჰქონდათ  დავალებად-მასალის  მოძიება).
·         ინფორმაციის  დახარისხების  უნარის  განვითარება.
·         რეზიუმირების  უნარის  განვითარება.
·         მსჯელობის  უნარის  განვითარება


ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
წინარე  ცოდნა
  შესწავლილი  ნაწარმოებები,მაგ.  ჯავახიშვილის  ,,მიწის  ყივილი"; მეოცე  საუკუნის  დასაწყისის  საქართველოს  პოლიტიკური  მდგომარეობა  ისტორიიდან. მიღებული   ცოდნისა  და  გამოცდილების  ახალთან  დაკავშირება;
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
·         მასწავლებლის  დაკვირვება  მოსწავლეთა  აქტივობებსა  და  ქცევაზე,
·         წერის  უნარზე  დაკვირვება,
·         მასწავლებლის  დაკვირვება  საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე. მუშაობის  პროცესზე
·         განმავითარებელი  შეფასება
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
მეცხრე  კლასის  სახელმძღვანელო, მასალა  ვიკიპედიიდან,
ფოტომასალა  გუგლის  საიტიდან,
დაფა,  ფლომასტერები,  თაბახის  ფურცლები,  რვეულები,  კალმები.  პროექტორი.  ინტერნეტში  ჩართული  კომპიუტერი;

 A -ფაზა (გამოწვევა)-5 წთ.
აქტივობა 1.
   მოსწავლეები პროექტორით ნახულობენ მასწავლებლის  მიერ  მომზადებულ  ფოტოებს, რომლებიც  მეოცე  საუკუნის  საქართველოს  ასახავს.  ნახულობენ   აგრეთვე  ემიგრაციაში  წასული  მთავრობის შესახებ  ფოტომასალას.  2 წთ.
აქტივობა 2.
პარალელურად  იხსენებენ  წინა  კლასებში  ქართულისა და  ისტორიის  გაკვეთილებზე  ნასწავლ  ფაქტებსა  და  მოვლენებს.  აგრეთვე  მიხეილ  ჯავახიშვილის  მოთხრობას. (გამოიყენება  კითხვა-პასუხის  აქტივობა)  3 წთ.

B  ფაზა(შინაარსის  რეალიზება) – 35 წთ.
აქტივობა 1.
მოსწავლეთა  აქტივობა -  ერთი  მოსწავლე  ზეპირი  მოხსენების  სახით  წარმოადგენს  მომზადებულ  მასალას-ქართველები  საზღვარგარეთ (პაპავები,  ვიქტონ ნოზაძე, გრიგოლ  რობაქიძე...)  -5 წთ.
აქტივობა 2.
მოსწავლეთა  კომენტარები  თანაკლასელის  პრეზენტაციაზე,  შემდეგ  კი  გონებრივი  იერიშის  საშუალებით  შემოწმდება  დანარჩენი  მოსწავლეების  ცოდნა  ამ  საკითხზე. 10  წუთი
აქტივობა 3.
ხუთწუთიანი  წერა -  ხუთიოდე  წინადადებით  გადმოეცით, რატომ  არისმნიშვნელოვანი  ჩვენი   კულტურის  განვითარებისთვის
ქართველი  ემიგრანტების საზღვარგარეთ  მოღვაწეობა?   10  წუთი
აქტივობა 4.
სქემის  შევსება

რა  ვიცოდი
რა  ვისწავლე
რა მინდა  ვიცოდე
ვფლობდი  ფრაგმენტულ   ინფორმაციას
თავი  მოვუყარე  ამ  ეპოქისა  და  გამოჩენილი  ადამიანების  შესახებ  მეტ ინფორმაციას
მინდა  მეტი  ვიცოდე  თითოეული  მათგანის  ცხოვრების  შესახებ
მათი  მოღვაწეობის  მნიშვნელობის  შესახებ  მქონდა  ინფორმაცია
გავაცნობიერე   არა  უბრალოდ  საქმიანობა,  არამედ  მათი  როლი  ჩვენი  ქვეყნის  კულტურის  განვითარებაში
მინდა  ცალ-ცალკე  შევისწავლო  მათი  ცხოვრება  და  მოღვაწეობა

5 წთ.
აქტივობა 5.
 მსჯელობა  თემაზე:  რა არის   ადამიანის   მთავარ  დანიშნულება?  დაფაზე  იხაზება  გონებრივი  რუკა,  რომლის  საშუალებითაც  შეჯამდება  და  დაიხატება  მოსწავლეთათვის  ცნობილი  უცხოეთში  მოღვაწე    ქართველის ზოგადი   სახე.  
 5  წუთი

C  ფაზა (გამთლიანება)  5 წთ.
აქტივობა1.
საშინაო  დავალება - გავაგრძელოთ  მასალის  მოგროვება  ამ  მიმართულებით.
 2 წუთი.

აქტივობა 2.
მასწავლებელი  აჯამებს  გაკვეთილს,  აკეთებს  დასკვნებს,  აწყობს   დებრიფინგს:  რა  ვისწავლეთ,  რაში  გამოვიყენებთ  ამ  ცოდნას,  კომპეტენციებს,  უნარებს,  რომლებიც  ამ  გაკვეთილზე  შევიძინეთ.
მსჯელობისას  გამოიკვეთა:  ამ  თემას  მივცეთ  პროექტის  სახე  და  გავაგრძელოთ  მუშაობა.
გამოყენებულია  განმავითარებელი  შეფასება.  იხ.  დანართი.
3 წთ.


გთავაზობთ  რამდენიმე  მოსწავლის  განმავითარებელი  შეფასების  ნიმუშს:

განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი და გვარი  ნიკოლოზ  ჯანაშვილი                     თარიღი  28.01
შეფასების კრიტერიუმი
კომენტარები
დამაკმაყოფილებელი
ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს მასწავლებლის მითითებებს, იჩენს ინიციატივას,თუმცა გაუბედავად აფიქსირებს საკუთარ აზრს.   არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას.  თუმცა ამჟღავნებს მონდომებას ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის განწყობილი სწავლისადმი.მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
კარგი
გონივრულად      მუშაობს,  დამოუკიდებლად და ხარისხიანად  ასრულებს ყველა დავალებას. კონტაქტურია  ,აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი.  პასუხისმგებელია სამუშაოს ხარიხსზე.  აქვს ლიდერის თვისებები.   ეხმარება კლასელებს  სამუშაოს შესრულებაში.  შეუძლია ემოციების მართვა.  მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.



 p.s. ნ.ჯანაშვილის შეფასება  გრაფაში  ,,კარგი"

განმავითარებელი კომენტარების შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი და გვარი  გიორგი  ტოკლიკიშვილი                   თარიღი28.01
შეფასების კრიტერიუმი
კომენტარები
დამაკმაყოფილებელი
ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს მასწავლებლის მითითებებს, იჩენს ინიციატივას, თუმცა გაუბედავად აფიქსირებს საკუთარ აზრს. არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას. თუმცა ამჟღავნებს მონდომებას ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის განწყობილი სწავლისადმი.  ნაკლებად  მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
კარგი
გონივრულად  შეუძლია    მუშაობა, დამოუკიდებლად და ხარისხიანად  ასრულებს ყველა დავალებას. კონტაქტურია,აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი.პასუხისმგებელია სამუშაოს ხარიხსზე.აქვს ლიდერის თვისებები.ეხმარება კლასელებს  სამუშაოს შესრულებაში.შეუძლია ემოციების მართვა.მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.



 p.s.გიორგი  ტოკლიკიშვილის  შეფასება  გრაფაში  ,,დამაკმაყოფილებელი".






No comments:

Post a Comment