ემიგრანტი მწერლები


  აკაკი  და  თამარ  პაპავები
                              მცირე  ბიოგრაფიული  ცნობები
                 აკაკი   პაპავა   დაიბადა 1890 წელს, სამტრედიაში. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.შემდეგ     შევიდა იურიევის (დერპტის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.     მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე: ქართულ პერიოდულ გამოცემებში: ,,იმერეთი“, „გაზაფხული“, „საფირონი“, „კოლხიდა“, „თემი“, „ერი“, „თეატრი და ცხოვრება“  და  სხვა.1914 წელს იგი აირჩიეს სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად.იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა. სადაც იგი აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს ვხედავთ მრავალ თანამდებობაზე: ის არის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, შემდეგ ქალალის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრიც.
                თამარ გოგოლაშვილი-პაპავა დაიბადა ქუთაისში 1888 წლის 24 მარტს, თამარი ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. წერდა მოთხრობებსქოჩრიანი ტოროლასფსევდონიმით. ამავე დროს თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალთეატრი და ცხოვრება”-ში.1923 წლის 12 მაისს თამარ პაპავამ თბილისი დატოვა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. თან წაიყვანა თავისი ორი ქალიშვილი: ტურფა და მზია.1937 წელს პარიზში გამოვიდა თამარ პაპავას წიგნიდიდი სახეები პატარა ჩარჩოში”. წინასიტყვაობა დაწერა ექვთიმე თაყაიშვილმა.
                 მეორე მსოფლიო ომის წლები პაპავების ოჯახმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაატარეს: ტიურინგია, ბავარია, ავსტრია… 1949 წელს ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ არგენტინაში გადასახლდნენ.1951 წელს უენოს-აირესში გამოიცა თამარ პაპავას ისტორიული ნარკვევი დარეჯან დედოფლის შესახებ,1953 წელს ხელმეორედ გამოიცა წიგნიდიდი სახეები პატარა ჩარჩოში”, რომელშიც მწერალმა ახალი ისტორიული ნარკვევები შეიტანა.1956 წელს ბუენოს აირესში გამოიცა თამარ და აკაკი პაპავების ერთობლივი წიგნი: “მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი”.1950-იან წლებში თამარ და აკაკი პაპავების წერილები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ გაზეთქართულ აზრში”. 1970 წელს თამარ პაპავამ გამოსცა ბოლო წიგნიგაბნეული საფლავები”.
აკაკი პაპავას პირველი ლექსები ჯერ კიდევ ლტოლვილობამდე საქართველოში, “ჩანგშიყოფილა გამოქვეყნებული. უცხოეთში დაწერილი ლექსების კრებული აკაკი პაპავამ გამოსცა სათაურით: “1500-წლოვან თბილისს”. აკაკი პაპავა სიცოცხლეში მისი  უკანასკნელი ლექსთა კრებულიმოწამეთობადაიბეჭდა 1962 წელს ნიუ-იორკში.საინტერესო წერილები მიუძღვნა აკაკი პაპავამ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილივეფხისტყაოსანიდა მისი ავტორი”  გამოქვეყნდა 1966 წელს პარიზში, “კავკასიონისსაგანგებო ნომერში.
     დიდი ღვაწლი მიუძღვით თამარ და აკაკი პაპავებს უცხოეთში ბედუკუღმართობის გამო მოხევრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდისთბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში. ისტორიული რელიკვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.
          აკაკი  პაპავა  ულამაზესი  ლექსების  ავტორია.  ამ  ლექსებში  ჩანს  მისი  ფაქიზი  სული,  სამშობლოს  მონატრება, სიყვარული  და  სხვა.
,, ამეღამ მინდა ვიხილო მცხეთა,
ბიჭვინთა,ხონი, გორი, ალვანი,
ვნახო თელეთი და მოწამეთა
და არტანუჯი- შენი აკვანი
....................................................
მინდა ჩემს გულში ვანახვო კვალი,
მისგან ნასწავლის სიყვარულისა;
ვუთხრა, რომ ვერსად ვპოვე ნაცვალი
მისის სიტურფის მისი რჯულისა
--წერს  ის.
ამ  სიტყვებში  სამშობლოს  უსაზღვრო  მონატრება  ჩანს. ან  კიდევ  ეს      ,, საქართველოდან რა დამრჩენია:ლოცვებით სავსე დედის ბარათი…“
           აკაკი პაპავა გარდაიცვალა 1964 წლის 27 ივლისს, არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს პარიზთან ახლოს, ლევილში, ქართველთა სავანეში.


            თამარ პაპავა გარდაიცვალა 1976 წლის 21 მარტს, არგენტინაში. დაკრძალეს  ლევილში, მეუღლის გვერდით.
მეცხრე  კლასის  მოსწავლე  ლევან  მარტყოფლიშვილი

მცირე  ბიოგრაფიული  ცნობები  ვიქტორ  ნოზაძის  შესახებ


    ვიქტორ  ნოზაძე  დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში(სხვა  ვერსიით  სოფელ  მოძვში).  მის მშობლებს ივანე ნოზაძესა და აღათი გაფრინდაშვილს კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: მარო, პალიკო და გიორგი (რომელიც ასევე ძმასთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში).პატარა ვიქტორმა  თავიდან  საჩხერის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც მშობლებმა შეიყვანეს ჯერ ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში, აქედან კი ქუთაისში, სადაც ვიქტორმა ჩააბარა გამოცდები მეექვსე კლასში (1910 .). გიმნაზიის დირექტორი იყო დიდი ქართველი პატრიოტი და პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომელმაც აღზარდა მომავალ დიდ მოღვაწეთა და მეცნიერთა მთელი პლეადა. ვიქტორი აქტიურად ჩაება ლიტერატურულ წრეში, თარგმნიდა, წერდა, დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს კარგად გასაცნობად (მან შემდგომში მოგონებებშიც დაწერა გიმნაზიაში გატარებული წლების შესახებ).
   ვიქტორი   გიმნაზიაში ბრწყინვალედ  სწავლობდა  და 1913 წელს იგი ოქროს მედლით დაამთავრა,  შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სწავლასთან ერთად იგი არალეგალურ რევოლუციურ  მოღვაწეობასაც ეწეოდა, იყო  სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი), (თუმცა ემიგრაციაში ყოფნისას თავისი შეხედულებანი გადააფასა და წმინდა ეროვნულ მოღვაწედ ჩამოყალიბდა)
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და გაზეთ ,,ერთობაშიგამოაქვეყნა  თავისი  სტატია, რომელიც ეხებოდა  თებერვლის  რევოლუციას. მალე  იგი  ნოე  ჟორდანიას დავალებით  ჩავიდა  ქუთაისში  პარტიული პრესის  ხელმდძღვანელად (გაზეთისოციალდემოკრატი”).  ქუთაისიდან დაბრუნებული ვიქტორი სამთავრობო გაზეთისსაქართველოს რესბულიკისრედაქტორიც  იყო.
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ ევროპაში განათლების   მისაღებად  გაეგზავნათ  ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფი 70 კაცის შემადგენლობით.  1920 წლის დასაწყისში  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეს ჯგუფი გაემგზავრა.თუმცა უმეტესობამ მაინც გერმანია არჩია. ამ ნიჭიერ ახალგაზრდათა შორის იყო ვიქტორ ნოზაძეც,  რომელიც  ჯერ  ლონდონში ჩავიდა,  ხოლო შემდეგ --გერმანიაში.
     ვიქტორ ნოზაძემ დაგვიტოვა უდიდესი მეცნიერული მემკვიდრეობა ათობით ნაშრომი, სტატია და წიგნი ქართველოლოგიის ფრიად აქტუალურ საკითხებზე, ასევე ქართულად მის მიერ ნათარგმნი წიგნი. განსაკუთრებით ფასეულია ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური  გამოკვლევების მთელი ციკლი.
      ვიქტორმა  გერმანიაში  უნივერსიტეტი  დაამთავრა  1928 წელს  და საცხოვრებლად  გადავიდა პარიზში.  აქ  იგი  შეუდგა  ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, ჯერ  გამოსცემდა ჟურნალ ,,ორნატს“,  მერე კი დიდფორმატიან ლიტერატურულ მეცნიერულ და პოლიტიკურ ჟურნალსკავკასიონი“. (ისიდორე მანწკავასთან და ედუარდ პაპავასთან ერთად).ეს ჟურნალი მის გარდაცვალებამდე გამოდიოდა და უნდა ითქვას, რომ ვიქტორი თავად   იყო   მისი გამომცემელიც, რედაქტორიც, კორექტორიც, ასოთამწყობიც და ექსპედიტორიც. მან ფაქტობრივად ასკეტივით იცხოვრა,  უარყო  პირადი ბედნიერება  და  მთელი თავისი ნიჭი  და შესაძლებლობა სამშობლოსათვის სასარგებლო საქმეს შესწირა
       მანვეფხისტყაოსნის ჩხრეკანი”  ბერლინში დაიწყო 1940 -იანი  წლების დასაწყისში. მას ხელში ჩაუვარდა მარჯორი უორდროპის  მიერ  ინგლისურ  ენაზე  ნათარგმნივეფხისტყაოსანიდა დაიწყო თარგმანის ორიგინალთან შედარება. გულდასმით მუშაობის დროს მან შენიშნა, რომ ,,ვეფხისტყაოსანშიფერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამასფერთა მეტყველებაუწოდა, რაც მოგვიანებით მისი წიგნის სათაურად იქცა (. ქავთარაძე).
       ომის შემდეგ ვიქტორმა თავისებური ოდისეა გამოიარა .იგი ხან ცხოვრობდა გერმანიაში,  ავსტრიაში,  არგენტინაში, ჩილეში,  ბრაზილიაში,  საიდანაც 1960 წელს  ჯერ  ესპანეთში  დაბრუნდა, ხოლო 1963 წელს საფრანგეთში დაფუძნდა თავის  ძმასთან , გიორგისთან, ლევილის ქართულ მამულში.  აქვე მდებარეობდა ქართული სტამბაც და ვიქტორის სამუშაო ოთახებიც. “როდესაც მუშაობაში შედიხარ, მედიტაციურ მდგომარეობაში ექცევი და საოცრად გამტარი ხდები. ჩემთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა. აქ არაფერი ხდება შემთხვევით და თუნდაც ის, რომ დავასურათე გამოცემა, რომელიც შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანსეძღვნება, სიმბოლურია.ამ თემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1981 წლიდან დავიწყე. გავეცანი სამეცნიერო ლიტერატურას, რათა ნაწარმოები სიღრმისეულად გამეაზრებინა. ამ თემას პერიოდულად ვუბრუნდებოდი ხოლმე და ვინ იცის ძიების პროცესი როდემდე გაგრძელდებოდა, რომ არ გამოჩენილიყო ამ პროექტის იდეის ავტორი მანანა კარტოზია. მან ჩემი შემოქმედებითი პროცესი დააჩქარა და შედეგიც სახეზეა. მე ზუსტად ვგრძნობ რომელი ფერი მჭირდება. ამ ბოლო დროს ნარინჯისფერი მომეძალა და როდესაც დიზაინერმა გიორგი ბოხუამ მითხრა, ეს წიგნი სტაფილოსფერი უნდა გავაკეთოო, გამეხარდა”.
30 წლის განმავლობაში მან მეტად მძიმე პირებებში მარტოდმარტომ, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, დიდი ნიჭისა და ნებისყოფის წყალობით შექმნა  და  ქართველ  ერს  დაუტოვა ექვსი შესანიშნავი წიგნი, რომლებსაც იგი წლების განმავლობაში თავისი ხელით აწყობდა და ბეჭდავდა კიდეც. ვიქტორმა  ვერ  მოასწრო  თავისი  დიდი  მემკვიდრეობის  დასრულება. ეს  საქმე ბოლომდე  მიიყვანა ვიქტორის  ძმამ გიორგიმ. ვიქტორ  ნოზაძემ დაგვიტოვა აგრეთვე სანახევროდ დამუშავებული მასალები ,,ვეფხისტყაოსანისშესახებ.
ესენია:
ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება” ,
 ”ვეფხისტყაოსანის გონებათმეტყველება” ,
ვეფხისტყაოსანის სულთმეტყველება”,
 ”ვეფხისტყაოსანის მჭევრმეტყველება” ,
ვეფხისტყაოსანის ფსიქოლოგიის მეტყველება ”,
ვეფხისტყაოსანის ნებათმეტყველება”,
ვეფხისტყაოსანის საზოგადოების ცნებანი” ,
ვეფხისტყაოსანის ცნება ცნობა”,
ვეფხისტყაოსანის ესთეტიკა ”,
ვეფხისტყაოსანის ტანთმეტყველება”,
ვეფხისტყაოსანის გულთამეტყველება
როდესაც ვიქტორ ნოზაძის ფერთამეტყველებას ეცნობოდა, “მზიანი ღამისსურათი აეკვიატა. ყველაფერი დღისა და ღამის მზეების ხატვით დაიწყო. “იმდენად გავგიჟდი, რომ მზესთვალებშივუყურებდი და საოცარ ფერებს ვხედავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტავ რა არის ეს მზიანი ღამე-მეთქითანდათან გავაცნობიერე, რომ ის უხილავი ღმერთის სიმბოლოაამ წიგნს მე აუცილებლად მივუბრუნდები”, – ამბობს მხატვარი.
ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები:
,,
ვეფხისტყაოსანის ფერთა მეტყველება”-ბუენოსაირესი, 1953 2.
,,ვეფხისტყაოსანის  ვარსკვლავთმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1957 3.
,,ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1959 ;4.
,,ვეფხისტყაოსანის საზოგადოებათმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1959 5.
,,ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება”-პარიზი, 1963 6.
,,ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველება”- პარიზი, 1975 (თუმცა ისიც უნდა აღინიშნის, რომ ჯერ კიდევ 1937 წელს ვიქტორ ნოზაძემ ,,ვეფხისტყაოსანის” 750- წლისთავს მიუძღვნა ჟურნალ ,,ქართლოსისსაგანგებო მე 12 ნომრები. აქ  სხვა  ცნობილი ავტორების  გვერდით  დაბეჭდილია  მისი  სტატიაც.
,,ვეფხისტყაოსანი ერევნობის კავშირიუკანასკნელი მე-6 წიგნის გამოსვლას ვიქტორი ვეღარ მოესწრო ; სამი ნაწილი დაბეჭდილი ჰქონდა, მეოთხეს აწყობდა, როცა ავად გახდა და გარდაიცვალა.
1963 მან იმოგზაურა ათონის ქართულ მონასტერში ალექსანდრე კინწურაშვილთან ერთად. გიორგი ნოზაძის ცნობით, ათონის ქართული მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი იყო ტიხონ ფაღავა, რომელიც აღესრულა 1956 წელს 90 წლის ასაკში.
ვიქტორ ნოზაძე 1975 წლის 24 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს ლევილის ქართულ მამულში, პარიზის მახლობლად. თავის დროზე, 1943 წელს, როცა პარიზში გარდაიცვალა ერთერთი ქართველი ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი, მისი ნეკროლოგი ვიქტორ ნოზაძეს დაუწერია.
საოცარია, თითქოს საკუთარ თავზე ამბობდაო ამ სიტყვებს: „კიდევ ერთი, საქართველოში დაბრუნებას მოწყურებული, სამშობლოს ხილვით მშიერი, მძიმე, რთული განცდებით შეპყრობილი ქართველი კაცი გარდაიცვალა უცხოეთში“...
ძალზე მძიმე წარმოსადგენია, რა მტკივნეული იქნებოდა თავისი სამშობლოსაგან მუდმივად შორს ყოფნა მასზე მთელი არსებით შეყვარებული ისეთი მამულიშვილისათვის, როგორიც იყო ვიქტორ ნოზაძე. სანუგეშოდ მხოლოდ ერთს თუ ვიტყვითეს დიდი ადამიანი მართლაც ვალმოხდილი წავიდა იმქვეყნად.    
1975 წლის 26 აპრილს. პანაშვიდს ატარებს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მღვდელი ილია მელია. წინა პლანზე ლიდა და გიორგი ნოზაძეები
მისი ერთი თანამედროვე ასე გამოეთხოვა მეცნიერს: "მთელი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია. შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას". თვითონ ვიქტორ ნოზაძე კი ამბობდა: "ასეთია ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწრდიო". ვიქტორ ნოზაძეს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.


მეცხრე კლასის მოსწავლე ილია მარტყოფლიშვილი



გრიგოლ  რობაქიძე
  





მიმართვა  ახალგაზრდებს


No comments:

Post a Comment