ანგარიში

ანგარიში
ღონისძიების დასახელება
პროექტი  ,,სასკოლო  ლიტერატურლი  ჟურნალი -ემიგრანტი  მწერლები“
 ზემო  მაჩხაანის  საჯარო  სკოლა
სასწავლო  პროექტის  განხორციელება  დაიწყო 2012-2013  წელს, მიმდინარეობს  ზემო  მაჩხაანის  საჯარო  სკოლაში, თითოეული  ნომრის  მოსამზადებლად  განისაზღვრა  ერთი  სემესტრი.
მიზანი და ამოცანები
o   მოსწავლეთა  დაინტერესება.
o   ემიგრანტი  მწერლების  ბიოგრაფიების  გაცნობა.
o   კვლევის  უნარის  განვითარება
o   ჟურნალის  გამოცემის  სპეციფიკის  გაცნობა.
რეზიუმე
მერვე  კლასში  ერთ-ერთ  გაკვეთილზე,  ექვთიმე  თაყაიშვილზე  საუბრისას  გაჩნდა  იდეა,  მოსწავლეებისათვის  შემეთავაზებინა  საზღვარგარეთ  მოღვაწე  სხვა  ქართველების  შესახებაც  მოეძიებინათ  ინფორმაცია.  მათმა  დაინტერესებამ  ჩემს  მოლოდინს  გადააჭარბა.  ჩავატარეთ   გაკვეთილი  ამ  თემაზე.  მოსწავლეებმა  მოამზადეს  მასალები  პაპავებზე,  ვიქტორ  ნოზაძეზე, გრიგოლ  რობაქიძესა  და  სხვებზე.    მაგრამ  ერთმა  გაკვეთილმა  ვერ  დაიტია  ჩვენი  სათქმელი  და  გადაწყდა  მუშაობის  გაგრძელება  და  პროექტის  სახით  ჩამოყალიბება.  ჩვენი  მუშაობის  ამსახველი  მასალა   წარმოდგენილია  ბლოგზე  mkochaishvili.blogspot.com   მუშაობა  გრძელდება  ამჟამადაც.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ეს  ღონისძიება  უმნიშვნელოვანესი  არის  არამარტო  ჩემთვის,  არამედ  ჩემი  მოსწავლეებისთვისაც.  ჩვენ  ერთად  ვმუშაობთ  სკოლაში,  ბიბლიოთეკასა  თუ  ოჯახში.  ვეძებთ,  განვიხილავთ....  გარდა  იმისა  რომ  სწავლობენ  ბევრ  რამეს,  ამ  მუშაობამ  მეტად  დაგვაახლოვა  და  თითქმის  წაშალა  გაუცხოვების  კვალი  ჩვენს  შორის.  განსაკუთრებული  ინტერესით  ბლოგზე  და   სხვადასხვა  ონლაინპროგრამაზე  მუშაობდნენ.  მქონდა  საშუალება,  შემეთავაზებინა  სხვადასხვა  პროგრამა  სლაიდშოიებისა  და  ელექტრონული  წიგნების,  აგრეთვე  სხვა საინტერესო  რესურსების  მოსამზადებლად.
პროექტზე  მუშაობამ  მაჩვენა,  რომ  მოსწავლეები  საინტერესოდ  შეთავაზებულ  დავალებაში   ხალისით  ერთვებიან  და  მუშაობენ.
ამ  პროექტის  პარალელურად  დავიწყეთ  არაერთი   სხვა  ღონისძიება  და  ვმუშაობთ  დიდი  ხალისით.
ამჟამად  ვმუშაობთ   რამდენიმე  პროექტზე  ისტის,  ისტორიის,  გეოგრაფიის  მასწავლებლებთან  ერთად.
ხელმოწერა:  მანანა  ყოჩიაშვილი
01.06. 2014  წელი


ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე
შინაარსობრივი სამუშაო
მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში ჩვენ  დაგეგმილ   სამუშაოს წარმატებით გავართვით თავი:   ემიგრანტი  მწერლების  შესახებ   მასალა  ძირითადად ინტერნეტიდან  გადმოვწერეთ. ასევე  გამოვიყენეთ  ჩვენი  სკოლისა  და  სოფლის  ბიბლიოთეკების  რესურსი.  გამოვიყენეთ  მრავალტომეული - ,,დაბრუნება“  1991  წ.  თბილისი.  მასალა   დავახარისხეთ,  დავიწყეთ  მუშაობა.  გაიმართა  დისკუსიები.
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მუშაობის  დრო   შეგვექმნა გარკვეული  სიძნელეები:  ჩვენი  ბიბლიოთეკების  რესურსი  მწირია,  ინტერნეტი  სოფლებში  ნელი  და  ხშირად  მიუწვდომელიც. მუშაობის  დროს   ხელს  გვიშლიდა  ნელი  ინტერნეტი.  სურათების  გადმოტვირთვას  ძლივს  ვახერხებდით. 
ამისთვის  ჩვენ  დაგვესაჭირდა  სხვა  კლასის  მოსწავლეთა   ჩართულობა,  ოჯახებში  სიარული  და  ინტერნეტის  მოხმარება  ამგვარად,   დაგვეხმარნენ  მეათე,  მეთერთმეტე  კლასის    მოსწავლეები,  მშობლები.  საქმიანობაში  ჩაერთო    სკოლის  მნიშვნელივანი  ნაწილი.  მოსწავლეებთან  ერთად  მონაწილეობა  მიიღეს  მასწავლებლებმაც.
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში წამოიჭრა გარკვეული  სახის   პრობლემები:  როგორც  წესი,    გაუგებრობა,  ხმაური,  საკუთარი  მოსაზრების  ჯიუტად  გატანის  მცდელობა.
პრობლემების გადაჭრას შემდეგნაირად შევეცადეთ:
გადავანაწილეთ  პასუხისმგებლობები,  ავირჩიეთ  ლიდერები  იმის  მიხედვით,  ვინ  რა  ხარისხით  შეასრულა  დავალება. ავირჩიეთ  მეთვალყურე,  რომელიც  აკონტროლებდა  ჩართულობის  ხარისხს  და  აქტიურობას,  აგრეთვე  მასალის  რაოდენობას  და  მრავალფეროვნებას.
პრობლემა ამით:
v  მოგვარდა
v  არ  მოგვარდა
საჭიროებები:
ჩვენ გვესაჭიროება:
პრეზენტაციის  მოსაწყობად  პროექტორი.
საგამოფენოდ  ილუსტრაციების  ამოსაბეჭდად  პრინტერი.

პროექტის რეფლექსია
პროექტის  რეფლექსიის  მიზნით  google- ის  ფორმების  დახმარებით  შევადგინე კითხვარი,  ავტვირთე  ბლოგზე  და  მოსწავლეებს  ვთხოვე  შეევსოთ  ისინი.
მოსწავლეთა თვითშეფასება
 პროექტის შეფასების კითხვარი
გთავაზობთ  რამდენიმე  მოსწავლის  თვითშეფასებისა  და  პროექტის  შეფასების     ნიმუშს
მოსწავლის  თვითშეფასება
სახელი, გვარიფატი  ნატროშვილი
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?
-დამაინტერესა.. ვფიქრობდი, რომ  ბევრს  ვისწავლიდი,  აქამდე  ეს  ჩემთვის  უცხო  სფერო  იყო..
1. რა შეცდომები დავუშვი და რა მასწავლა   ამან?
-თავიდან  ყველაფერს  მოვალეობის  მოხდის  მიზნით    ვაკეთებდი,   ამიტომ  გამიჭირდა  მასალის  დახარისხება.  
2. რა ვისწავლე?
 -დამოუკიდებელი  მუშაობა,  გადაწყვეტილებების  დამოუკიდებლად  მიღება.  მეორე  მხრივ,  გუნდთან  ერთად  მუშაობა,  სხვისი  აზრის  გათვალისწინება.
3. რა იყოჩვეულებრივიგაკვეთილისაგან განსხვევებული?
-  თავისუფლება  და  დროში  შეუზღუდაობა,  შემოქმედებითი  მხარე.
4. როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?
-კარგად.
5. რამდენად მივაღწიეთ პროექტის მიზანს?
-მივაღწიეთ,  საინტერესო  გამოვიდა,  ბევრი  ვისწავლეთ.  ჩე  ცოდნა  გამდიდრდა  ამ  საკითხზე.
6. რა მომეწონა ყველაზე მეტად?
-გუნდური  მუშაობა,  ასევე    ბიბლიოთეკაში  მუშაოაბა,  კიდევ   სლიდშოუების  მომზადება. 
7. რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?
- დროს  გავანაწილებ  სწორად


პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება: ,,ემიგრანტი  მწერლები-სასკოლო  ლიტერატურული  ჟურნალი"
პროექტზე მუშაობის ვადები:
ჯგუფი:
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა  გავარკვიო,  როგორ შეაფასებდით   პროექტზე  მუშაობას.
(ერთ-ერთი  მოწავლის  ნიმუში)
ანი  ნასრაშვილი
1.      როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე  ახალი ისწავლე?
) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
) მე ახალი ვისწავლე;
) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
) მე არაფერი მისწავლია ახალი.

2.      როგორ  ფიქრობ,   ამ პროექტზე მუშაობით შენი   ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა
) ბევრად უკეთესი  გახდა;
) უკეთესი  გახდა;
) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
) ურთიერთობა გაუარესდა;

3.      შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და  შედეგის მისაღწევად?
) სრულიად ნათელი იყო;
) ძირითადად ნათელი იყო;
) ნაკლებად იყო ნათელი;
) სრულიად გაურვეველი იყო.

4.      მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორუნდა მემუშავა პროექტზე
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

5.      ,, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო,  როცა  პრობლემები  მექმნებოდა.
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

6.      ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.
7.      განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში? (ჩაწერე  მოკლედ)

შექება:   საინტერესო  იყოაგრეთვე  მუშაობის  პროცესი  იყო  ძალიან  სახალისო.

კრიტიკა:  თავიდან  ყველა  მოსწავლეს  უნდოდა  ლიდერობა.

დიდი მადლობა დახმარებისთვის!

No comments:

Post a Comment