Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1 . პროექტის  სახელწოდება:
სასკოლო  ლიტერატურული  ჟურნალი -ემიგრაციაში  მყოფი  ქართველი  მწერლები : 
  
 რეფერატების  წიგნი - ემიგრანტი  მწერლები
1. აკაკი  და  თამარ  პაპავები - პრეზენტაცია
2.  ვიქტორ  ნოზაძე - პრეზენტაცია
3.  გრიგოლ  რობაქიძე - პრეზენტაცია
4. კონსტანტინე  და ნინო სალიები  - პრეზენტაცია
5.მიხეილ  თამარაშვილი
6.
2. პროექტის  მთავარი  იდეა:
      მოსწავლეეები  უკეთესად  გაეცნონ  საზღვარგარეთ  მოღვაწე  ქართველ  მწერლებს  და გააცნობიერონ  მათი  მნიშვნელობა  ქართული  მწერლობის  განვითარებაში.
      მოძიებული  მასალის  თავმოყრაჟურნალის გამოცემა
3. პროექტის  აქტუალობა:
მათი  ღვაწლის  და  დამსახურების  დაფასება, გაცნობა-გაცნობიერება იმ  ღირებულებებისარომლებსაც  საქართველოს  შიგნით  თუ  გარეთ  მყოფი  მოღვაწეები  ქმნიან.
4.პროექტის  მიზნები:
      მოსწავლეთა  დაინტერესება.
      მწერლების  ბიოგრაფიების  გაცნობა.
      კვლევის  უნარის  განვითარება.
      ჟურნალის  გამოცემის  სპეციფიკის  გაცნობა.
5.მონაწილეთა  ასაკი:  16-17  წელი
6. შეფასების  საგანი  და  პროცედურები:
 შეფასდებიან  შემდეგი  აქტივობების  მიხედვით: დავალების  მიზნის  გაცნობიერებამასალის  მოძიებაშეგროვებადამუშავება, მეტყველების  კულტურისა  და  ენობრივ-გრამატიკული  ნორმების  დაცვაშემოქმედებითობაორიგინალურობა, ჯგუფში  მუშაობა
7. პროექტის  ვადები/ხანგრძლივობა  ერთი  სემესტრი  ერთი  ნომრისთვის. (ჟურნალი  იქნება პერიოდულითითოეულ მოღვაწეს  დაეთმობა  ერთი  ნომერი.   ყოველი  წლის  განმავლობაში  გაკეთდება  2 ნომერი).


8.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტი,  რომელიც   შეიძლება  შეიქმნას:
      ნაბეჭდი  ჟურნალი
      ჟურნალის ელექტრონული  ვერსია.
      მოძიებული  ფოტოების  გამოფენა.
9. პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
      კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი.
      საჭირო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან.
      ფორმატის  და  თაბახის  ფურცლები.
      მარკერებიფლომასტერები, ფანქრები, კალმები.
10. პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
აქტ.1. მასწავლებლის  მიერ  მოსწავლეთათვის  იდეის  გაცნობა:
აქტ.2.  ორგანიზაციული  საკითხი:
      ჯგუფების  შექმნა.   (5  ჯგუფი  4-4  მოსწავლე)
      ფუნქციების  განაწილება
      კონკრეტული  დავალებების  განსაზღვრა
აქტ.3. თითოეული  ჯგუფი  იწყებს  მუშაობას:
      ინტერვიუ  სკოლის  მოსწავლეებთან  და  მასწავლებლებთან  მათი  ინტერესების  დასადგენად, (რომელი მწერლები  აინტერესებთვის  შესახებ  ისურვებენ  ინფორმაციის  გაგებას);
      მასალის  მოძიება  ინტერნეტში;
      ინფორმაციის  დახარისხება;
      ფოტოების  მოძიება;
I.  ჯგუფი: აკაკი  და  თამარ  პაპავები
II. ჯგუფი:ვიქტორ  ნოზაძე
III.ჯგუფი:გრიგოლ  რობაქიძე 
IV.ჯგუფი: კონსტანტინე  და ნინო სალიები 
V. ჯგუფი:მიხეილ  თამარაშვილი
აქტ.4.  ნამუშევრების   პრეზენტირება.
აქტ.5.  პრეზენტაციებისა  და  განხორციელებული  სამუშაოების  ამსახველი  მასალის  გამოქვეყნება  ბლოგზეგაცნობა  აუდიტორიისთვის.
12. საგანთშორისი  კავშირი:
ისტ-ისტორია
13. შესაბამისობა  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან:
ქართ.XII. 1.მოსწავლე  წარმოადგენს  სასწავლო  პროექტს   აუდიტორიის  წინაშე.
ქართ.XII.2.  მოსწავლე  კრიტიკულად  აანალიზებს  და  აფასებს  თანაკლასელთა  მიერ  წარდგენილ  სასწავლო  პროექტებს.
ქართ.XII.3. მოსწავლე  ამოიცნობს  და  იყენებს  საწავლო  პროექტის  პრეზენტაციის  შესაბამის  ხერხებს.
ქართ.XII.4.  მოსწავლე  იყენებს სხვადასხვა  სტრატეგიას  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაციისათვის.
14. პროექტის  ხელმძღვანელი მანანა  ყოჩიაშვილი
15. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: mkochiashvili@gmail.com
16. პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: mkochiashvili.blogspot.com

             
შეფასების  კრიტერიუმები:

1.  პრობლემის  იდენტიფიცირება.
2. თეორიული  ცოდნის  პრაქტიკულ  საქმიანობაში  გამოყენება.
3.  ინფორმაციის  მოძიების  უნარი.
4.  კვლევის  დაგეგმვის  და  ჩატარების  უნარი.
5.  შესაბამის  ორგანიზაციებთან  ურთიერთობის  უნარი.
6.  მასალის  კლასიფიკაციის  და  ინტერპრეტაციის  უნარი.
7.  ანალიზის  უნარი.
8.  პრობლემის  გადაჭრის  გზების  შეთავაზება.
9.  გადაწყვეტილებების  მიღება.
10. თვალსაჩინოებების  გამოყენება.

2 comments:

  1. მომწონს პროექტის იდეაც და შინაარსიც. დასრულებულიც მშვენიერი იქნება!

    ReplyDelete
  2. გმადლობთ,ჩემო კარგო, მაგრამ უცებ მოფიქრებულია და ვნახოთ, რა გამოვა.

    ReplyDelete